ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის მატება – სემეკი განცხადება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია (სემეკ) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ შეიცვლება.

სემეკი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

“ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს.

სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს.

კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება.

სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.

იტვირთბა....