“ამ პროცესზე ლაპარაკს აზრი არ აქვს” – ეს განცხადება მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გრძელდება.
“ამ პროცესზე ლაპარაკს მემგონი აზრი არ აქვს, ეს არის პოლიტიკურად მართული პროცესი და მოსამართლე არ ეკუთვნის საკუთარ თავს. ერთადერთი, რაც მინდა ვთხოვო ყველა მოსამართლეს ქვეყანაში, არა ამ საქმესთან დაკავშირებით, პანსიონის და სხვა ბავშვების სარჩელები რომ მოდის, იქ მაინც იყვნენ პოლიტიკურად მიუკერძოებლები, ეს არის ყველა ჩვენი შვილები და მათ ნაცვლად ვთხოვ, რომ ეს პროცესები განიხილონ ობიექტურად. ჩემთან დაკავშირებით ილუზიები არ მაქვს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მოწმე, ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე გამოკითხეს, რომელმაც თქვა, რომ “მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის გარკვეული ზეწოლა მედიასაშუალებაზე”.