ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მანჯგალაძე: საუბარია, რომ ხელისმომწერმა პარტიებმა წარვადგინოთ მერობის ზეპარტიული კანდიდატი

პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის გადაწყვეტილებას, თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, სტრატეგია აღმაშენებელის ერთერთი წევრი პაატა მანჯგალაძე მეტრონომთან აფასებს და აღნიშნავს, რომ ოპოზოციას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით რაიმე სახის კონსულტაცია არ ჰქონია:

“მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, სტრატეგია აღმაშენებელს გვაქვს ჩვენი სტრატეგია. ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ეყოლება კანდიდატი და ასევე ქართულ ოცნებასაც. საუბარია, რომ ხელისმომწერმა პარტიებმა წარვადგინოთ ზეპარტიული კანდიდატი. პარლამენტის სხდომები რომ მორჩება, გადავერთვებით და კონსულტაციებს გავმართავთ.

ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია ანა დოლიძესთან, თუ სურვილი აქვს, შევხვდებით”, – თქვა მანჯგალაძემ მეტრონომთან.

ანა დოლიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში 15 ივნისს დაწერა.

იტვირთბა....