ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთში, ახალი კანონის თანახმად, სკოლასა და ტელევიზიაში LGBT მასალა იკრძალება

უნგრეთმა სასკოლო მასალებში LGBT თემატიკის შეტანა აკრძალა. ასევე, აკრძალა ამავე თემატიკის სატელევიზიო გადაცემები 18 წელს ქვემოთ მყოფი პირებისთვის.

ეროვნულმა ასამბლემა კანონმდებლობა 157 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

“არის მასალა, რომელიც გარკვეული ასაკის ადამიანებისთვის, შესაძლოა, გაუგებარი იყოს და მათ განვითარებაზე მავნე ზეგავლენა იქონიოს. ასევე, შესაძლოა, ეს მათი ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი მორალური ღირებულებებისთვის დამაბნეველი იყოს”, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა.

კანონი, ასევე, გულისხმობს რომ მხოლოდ ოფიციალური რეესტრის სიაში მყოფ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ სქესობრივი განათლების შესახებ ტრენინგების ჩატარება.

იტვირთბა....