პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის გადაწყვეტილებას, თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, გირჩის ერთერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მეტრონომთან აფასებს და აღნიშნავს, რომ მათი და ანა დოლიძის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, შესაბამისად, მისივე თქმით, დოლიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საუბარი რთულია.
“ჩვენს პოზიციებში შეიძლება ბევრი საერთო ნახოთ, თუ ანას ჩვენთან საუბარი უნდა, ამაზე უარს არასდროს ვაცხადებთ, მაგრამ ის, რომ თავად ანა დოლიძეს მხარი დავუჭიროთ, როგორც მერობის კანდიდატს, ჩვენ იმდენად განსხვავებული პარტია ვართ, ქალბატონი ანას პოლიტიკური გემოვნებისგან, რომ გასაგებია, მსგავსი ტიპის მხარდაჭერა რთულად წარმოსადგენია”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
ანა დოლიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში 15 ივნისს დაწერა.