პარტია ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის გადაწყვეტილებას, თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, ლელოს საქართველოსთვის წევრი, იურისტი კახა კოჟორაძე მეტრონომთან აფასებს. მისი თქმით, ლელოში ანა დოლიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საუბარი არ ყოფილა.
“ვფიქრობთ, რომ საჭიროა ზეპარტიული კანდიდატის მონახვა, რომელიც საქმეზე და თბილისის საჭიროებებზე იმუშავებს და ნაკლებად იქნება ჩართული ყოველდღიურ პოლიტიკაში. ოპოზიციურ სპექტრში იმდენად განსხვავებული ხედვები და პოზიციები არსებობს, რომ რომელიმე პარტიის კანდიდატზე შეთანხმება, მაღალო ალბათობით ვერ მოხდება.
ოპოზიცია ხედავს იმის საჭიროებას, რომ ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანების შემთხვევაში მაღალი ალბათობაა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს თბილისის მერის არჩევნებში. მივესალმებით, თუ იქნება ეს კანდიდატი.
რაც შეეხება ანა დოლიძის კანდიდატურას, წარმატებებს ვუსურვებ მას პოლიტიკურ საქმიანობაში, ლელოში მის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ყოფილა”, – თქვა კახა კოჟორიძემ მეტრონომთან.
ანა დოლიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში 15 ივნისს დაწერა.