პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე თბილისის მერობაზე კენჭს იყრის, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მეტრონომთან შემდეგნაირად აფასებს:
“ყველას აქვს უფლება იყაროს კენჭი, სადაც უნდა. რაღაც ეტაპზე დაიწყება კონსულტაციები ოპოზიციის ფლანგზე და იმედია, ქალბატონი ანაც მიიღებს მასში მონაწილეობას”, – აღნიშნა გოცირიძემ მეტრონომთან.
ანა დოლიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში 15 ივნისს დაწერა.