ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოცირიძე ვასაძის ულტიმატუმზე: მთავრობამ უნდა იმოქმედოს კანონების შესაბამისად და არა ვიღაცების მუქარების მიხედვით

მოძრაობა ერის ლიდერმა, ლევან ვასაძემ მთავრობას 10-დღიანი ვადა დაუწესა, რომ 5 ივლისს დაანონსებული პრაიდი გააუქმოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მეტრონომთან აცხადებს, რომ მთავრობამ კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს და არა ვიღაცის მუქარის მიხედვით.

“მთავრობამ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად და არა ვიღაცების მუხშურებისა და მუქარების მიხედვით.

მთავრობა არის დამნაშავე, მსგავსი აგრესიული ჯგუფების მხრიდან, უმცირესობებისადმი ძალადობის წახალისებაში. როცა კანონს არ იცავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ან თანაუგრძნობ მოძალადეს, ან პოლიტიკურად გინდა გამოიყენო ისინი.

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, კანონის აღსრულებაზე უარის თქმა, უზნეო ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი”, – თქვა გოცირიძემ მეტრონომთან. 

ლევან ვასაძის თქმით, პრაიდი უნდა გაუქმდეს, რათა ხელისუფლებამ არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას.

 

იტვირთბა....