ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფხაკაძე: ინდური შტამი პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს

პროფესორი, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას ამბობს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში ფართოდ არის გავრცელებული. მისივე თქმით, ინდოეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის ყველაზე დიდი გამავრცელებელი ბავშვები იყვნენ.

“უნდა ვისწავლოთ შეცდომაზე, ვაღიაროთ და სხვები გავაფრთხილოთ. როგორც ბრიტანულმა შტამმა შთანთქა ვუჰანური შტამი, ასევე გადაყლაპავს ინდური ბრიტანულს. ეს ნორმალური ევოლუციური პროცესია. ინდური შტამის ყველაზე დიდი ვერაგობა ის არის, რომ პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს.

არაერთი კვლევა ჩატარდა, თვითონ ინდოეთშიც კი. ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ბავშვები იყვნენ ყველაზე დიდი გამავრცელებლები. 20 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს, “, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 672.

იტვირთბა....