ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე მეუფე იაკობზე: ახალი ხელმძღვანელის მიმართ კარგი მოლოდინი გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის მიმართ კარგი მოლოდინი აქვთ.

“სახალხო დამცველს გააჩნია მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს ყოფილა ხელშეშლა. გვაქვს კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებით და დარწმუნებული ვართ, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე.

როგორც ცნობილია, ნინოწმინდის ხელმძღვანელის პოზიციაზე პატრიარქის მიერ მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობით ჩანაცვლდა. აღნიშნული პირი კი გამოირჩევა მოძალადეობრივი ენით, რომელმაც ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას აღნიშნა, რომ — “რა გასაკვირია, თუ უფროსმა, უფრო ძლიერმა პატარას სიტყვით ვერ გააგებინ და თავში წამოარტყა”.

სასამრთლოს განჩინების საფუძველზე, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....