დაკავებულია კაცი, რომელმაც ცოლს სცემა, რის შედეგადაც ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა ბოლნისის რაიონში მოხდა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პეიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.