საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ და აღინიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი არის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში.
მინისტრმა მუსიკოსებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაგეგმონ ტურნეები რეგიონებში, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ხელმისაწვდომობას კულტურაზე, ხოლო მეორე მხრივ, პანდემიით ხელოვანებისათვის მიყენებული ზიანის შემცირებას მოემსახურება (რაც ასევე სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია).
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა, მათგან სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.