ბრიუსელში გუშინ შემდგარ NATO-ს სამიტზე განაცხადეს, რომ მხარს უჭეერენ საქართველოს უფლებას გარე ძალების ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
“გავიმეორებთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ნაწილს ისევე, როგორც სამომავლო გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც თითოეული პარტნიორი საკუთარი დამსახურების შესაბამისად შეფასდება. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, რომ საკუთარ მომავალთან და საგრეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თავად მიიღოს გარე ძალების ჩარევის გარეშე. როგორც მზარდი შესაძლებლობების პარტნიორი საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან ფართო სპექტრის ჭრილში. მზად ვართ, NATO-საქართველოს კომისია სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღღმავების მიზნით. მივესალმებით უკვე განხორციელებულ რეფორმებს და საქართველომ ისევ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება , რომელიც თავდაცვისუნარინობის განმტკიცებასა და ალიანსთან ურთიერთობისათვის დაეხმარება. მზად ვართ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ჰიბრიდული ომების წინააღმდეგ გამძლეობის ჩამოყალიბებაში, წვრთნებსა და უსაფრთხო კომუნიკაციებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ელიან NATO-საქართველოს წვრთნებს 2022 წლის წვრთნებს.