ახალი ამბები მთავარი სამართალი

მინდობით აღზრდაში მყოფმა ბავშვებმა სასამართლო დავა მოიგეს და დედასთან დაბრუნდებიან

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მინდობით აღზრდაში მყოფი სამი ბავშვის სარჩელი დააკამყოფილა და ისინი დედას დაუბრუნა, გარდა ამისა, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 35 000 ლარი მიაკუთვნა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციმა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გაავრცელა.
“ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი.
საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა”, – წერს PHR-ს თანამშრომელი სოფი მენაბდიშვილი.
მისივე თქმით, ბავშვები მინდობით აღზრადში სიღარიბის გამო იყვნენ გადაყვანილი.
იტვირთბა....