ახალი ამბები მთავარი სამართალი

წყალტუბოში სასტუმროს ფასადის დაზიანებისა და მეპატრონის ცემის ბრალდებით 3 პირი დააკვეს

წყალტუბოში სასტუმრო არგოს ფასადის ქვებით დაზიანების და მისი მფლობელის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და დაკავების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება რაიმე საგნის გამოყენებით ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....