რიონის ხეობაში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია მიმდინარეობს და მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სურთ ჰესის აშენება.
“მივმართავ მთავრობას, რომ აქ, რიონის ხეობაში დგას მეორე მხარე, რომელსაც უნდა ნამხვანჰესის მშენებლობა. რა უფლება აქვს ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს მე შემიზღუდოს აქ პროდუქტი და ზოგადად, ცხოვრება და რატომ უნდა გამხადოს ბულინგის მსხვერპლი. ჩვენ გვინდა, ამოვიღოთ ხმა. ჩვენც ვიწყებთ მასიურ გამოსვლებს”, – განაცხადა ადგილობრივმა.
ადგილობრივების განცხადებით, თავად დასაქმებული არიან ამ ჰესის მშენებლობაზე, შემოსავალი გაუჩნდათ და ადარწმუნებული არიან ისეთი ჰესი არ შენდება, რომ ირგვლივ ტერიტორია დატბოროს და წალეკოს.