დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცახდა, რომ სასწავლო წლის დასაწყისისთვის ყველა სტუდენტი, მასწავლებელი და ლექტორი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი.
“ზაფხულში უნდა ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს. ყველა მასწავლებელი და ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში მივა, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის. ასევე, საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ. ამიტომ, გიდასტურებთ, რომ ივლისში და აგვისტოში ვაქცინების საკმაო რაოდენობა იქნება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ზაფხულში ვაქცინები ასარჩევადაც კი იქნება.