დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანეელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით კომენდანტის საათის მოხსნა არ განიხილება.
“დღეს ეს საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. ახალი დადასტურებული შემთხვევები მერყეობს 300-700-ს შორის, ამიტომ სანამ კლება არ იქნება, არ განიხილება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მომავალი ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან სიტუაციას და შესაბამისად განიხილავენ კომენდანტის საათის საკითხს.