ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გაბუნია: ივლისიდან ვაქცინაციის პროცესში საჭირო იქნება დამატებითი ბრიგადების ჩართვა

ჯანდაცვის მინისტრის მოდაგილემ, თამარმ გაბუნიამ განაცხადა, რომ ივლისიდან ვაქცინაციის პროცესისთვის საჭირო გახდება დამატებითი ამცრელი ბრიგადების შექმნა.

“ივლისის თვიდან იგეგმება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებული გეგმა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. ვაქცინაციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების დამატება. დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით საჭიროა, თითქმის, ამდენივეს მობილიზება. ბრიგადების მობილიზება საჭიროა რეგიონებშიც”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, თბილისში დღეს 94 ბრიგადაა და დამატებით საჭიროა 28 ბრიგადა, ხოლო, მაგალითად, იმერეთში მოქმედებს 18 ბრიგადა, საჭიროა 31 ბრიგადის მობილიზება.

იტვირთბა....