ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე ნინოწმინდაზე: დეინსტიტუციონალიზაციას მეუფე იაკობთან ერთად გავაგრძელებთ

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მის ახალმ მმართველთან, მეუფე იაკობთან ერთად გააგრძელებენ.

“როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მხარდაჭერით განახორციელებენ ბავშვთა შეფასებას, მათ ოჯახებში ან ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას. გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მეუფე იაკობთან თანამშრომლობით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობით ჩანაცვლდა, რომელიც პატრიარქმა დაამტკიცა და რომელიც ძალადობრივი, აგრესიული ლექსიკონითა და ქმედებითააა ცნობილი. ნინოწმინდის პანსიონის სიტუაციის შესაფესებისას სწორედ მეუფე იაკობს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები — “რა გასაკვირია, თუ უფროსმა, უფრო ძლიერმა მასზე უმცროსს სიტყვით ვერ შეაგნებინა და წამოარტყა”.

სასამართლოს წინასწარი განჩინების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია ბავშვებისთვის სავარაუდოდ, საფრთხისშემცველად შეფასდა და იქიდან ბავშვების დაუყოვნებელი გამოყვანა გადაწყდა. ამ დროისთვის პანსიონში რჩება 23 ბავშვი. სახალხო დამცველს კი ახალი ხელმძღვანელი პირობებშიც კი კვლავაც არ უშვებენ პანსიონის ტერიტორიაზე.

იტვირთბა....