ნამახვანჰესის პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, შესაძლოა, ხელისუფლებამ დაპირისპირების პროვოცირება თავად მოაწყოს და პროტესტის მონაწილეებს დაბრალდეს.
“ისეთი შინაარსი აქვს თავად პროტესტს, რომ ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მთელ პროცესზე, რა შეიძლება, მოხდეს ხეობაში. ეს აბსოლუტურად გაიზიარა ბატონმა ბუშლემმაც. მათ შეუძლიათ, დაპირისპირების პროვოცირება თავად მოაწყონ, სხვა ხალხი მოიყვანონ და ხომ შეიძლება, რომ მერე ჩვენ დაგვბრალდეს ეს. ჩვენი პორტესტი არის მშვიდობიანი ფორმის და რაიმე ძალადობისთვის არ მიგვიმართვას”, – განაცხადა ვარლამ გოლთიანმა.
პროტესტის მონაწილეების პირობებია, აიღონ პოლიციის ბლოკპოსტი, გაიყვანონ საპოლიციო ძალები, რომელიც ხეობაშია, მიეცეთ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ნამახვანში პროტესტის წინანდელ ადგილას დაბრუნდნენ და აქციის მონაწილე დაკავებული ბიჭების სკითხი გადაიხედოს პროკურატურის მხრიდან.