ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა ნამახვანზე: მედიაციის პროცესი უფრო რთულია და ამით არ ამოიწურება

ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეებისა, მთავრობისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მედიაციის პროცესი რთულია და ამ შეხვედრით არ ამოიწურება.

“იმ დასკვნაში, რაც იყო გამოქვეყნებული, აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს დეესკლაცია თვითონ პროექტის ირგვლივ ხობაში, ნორმალურ პირობებსა და ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა და ეს ჩვენი დიდი სურვილიც არის. დეესკალაცია აქვს ორი მხარე, სახელმწიფოს მხრიდან  ეს არის გადასადგმელი ნაბიჯები და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ხალხმაც უნდა აიღოს, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, რომ კომპანიას, რომელიც გაცემული უფლების ფარგლებში აწარმოებს მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნებათ პრობლემა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრის შემდეგ კი პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე გარკვეულ შედეგს მიაღწიეს.

“მინდა გაგაცნოთ დეტალურად მოვლენები გუშინ რა მოხდა. მედიაციის პროცესში, რომ შევსულიყავით გვქონდა პირობები, ვგულისხმობ ბარიკატების აღებას და საპოლიციო ძალების გასვლას ხეობიდან, ასევე, სამუშაო პროცესის შეჩერებას. განვიხილავდით რატომ არ უნდა აშენდეს ნამახვანჰესი და რა პრობლემებია ენერგო პოლიტიკაში მაგრამ ვიდრე აქამდე მივიდოდით უნდა დაკმაყოფილებულიყო ჩვენი მოთხვონები. ჩვენ გუშინდელ შეხვედრაზე ნაწილობრივ მივაღწიეთ გარკვეულ შედეგს…

საკითხი დადგა ჩვენი პროტესტის გადატანასთან დაკავშირებით ისევ ნამახვანში ბარიკატების ალაგების და პოლიციის გასვლის შემთხვევაში, თუკი ეს პირობები შესრულდება პარასკევამდე მიეცათ მათ [მთავრობას]  დრო ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ”, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანმა, ასევე, განაცხადა, რომ შეკრება ისევ იგეგმება რათა სამუშაო პროცესის გაჩერების თაობაზე ისაუბრონ.

იტვირთბა....