ზაზა გახელაძის ოჯახმა განაცხადა, რომ თუ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი დანაპირებს არ შეასრულებს და გახელაძე არ გათავისუფლდება, 23-ში აქციას გამართავენ.
“ჩვენ ვიყავით მაისის დასაწყისში პრემიერმინისტრთან და დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგეს დადებდა და დღემდე პასუხგაუცემელია. პასუხი არ აქვთ, რატომ არ მოხდა დაპირებულ ვადაში გათავისუფლება. როცა პრმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ათავისუფლებს, ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ როცა გყავს ტყვეები შენ ქვეყანაში, მგონი, პირველ რიგში, ამას უნდა მიხედო. 23-ში არის ზაზას დაბადების დღე და სიმბოლურად გავალთ ქუჩაში, თუ არაფერი შეიცვალა”, – განაცხადა ზაზა გახელაძის ცოლმა.
ზაზა გახელაძე გასული წლის ივლისში ოკუპანტებმა დაჭრეს და გაიტაცეს. გახელაძეს ბრალი დე ფაქტო ხელისუფლებამ წაუყენა და მას 12 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.