კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც metronome.ge-ის კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში უთხრეს, ავარიის შედეგად დაშავებული შუახნის კაცი წუხელ გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ნიუ ჰოსპიტალთან მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.