ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩაზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამის შესახებ მეტრონომს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადა.
ცეცხლი სავარაუდოდ ფანჩატურს ეკიდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში დაახლოებით ერთი საათის წინ ინვიტრო კლინიკების ქსელის, ნიუ ლაიფის დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.