ქუთაისში, სუპერმარკეტი სპარი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა.
მარკეტის თანამშრომლების ინფორმაციით, ქურდებმა სიგარეტები და ტკბილეული წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებით.