საკოორდინაციო საბჭო ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს, მიზანი საზოგადოების წახალისება და იმუნიზაციის პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.
„მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო მეორე და მესამე, იმ მიზეზის გამო, რომ თვალსაჩინოა – იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოსახლოების 2/3-ის ვაქცინაცია მოახდინეს, შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და სიკვდილობის ოდენობაც იკლებს“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის მსურველი ბევრია, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქვეყანა დასახულ მიზნამდე მივიდეს.
„სწრაფი ნაბიჯებით რომ მივიდეთ მიზნამდე, საჭიროა დღეში 15-20 ათასამდე ადამიანის აცრა. თუ ვაქცინებს დავასაწყობებთ, მაშინ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაცია ინტენსიური გახდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
დღევანდელი მონაცემებით, 202 000 პირია ვაქცინირებული, მათგან 64 ათასამდე სრულად აცრილია.