ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობითვე, ბავშვები დაწესებულებაში პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი ლომიმ ჩიყვანა. როგორც რუსთავი 2-ს პარტიაში უთხრეს, არასრულწლოვნები წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.
მათივე ცნობით, ბავშვების ვიზიტი პანსიონში მშობლების თანხმობით განხორციელდა.