[su_quote] დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო კვლევების მიხედვით გიორგი გახარიას საქართველოში ყველა ლიდერზე მაღალი რეიტინგი აქვს. მართალია ეს სრულად მხოლოდ მისი პირადი რეიტინგი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილში მხარდაჭერა აქვს. ეს იცის როგორც ოცნებამ, ასევე ნაციონალებმა, და მისი ეშინიათ. იმიტომ კი არა, რომ ის კატასტროფულად მოიგებს და მათზე წინ იქნება. აქ საუბარი მის ქმედებასა და ტაქტიკაზეა. როგორც ახლა ის პოლიიტკურ ცხოვრებაში ხელახლა შემოვიდა, მას ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბება შეძლოს. ამიტომ ეს არცერთ ამ პარტიას არ აწყობს. ამიტომ ისინი ებრძვიან, რადგან ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აცოხცლებენ. როგორც კი სხვა ალტერნატიული ძალა გაჩნდება, ორივე პოლიტიკურ მომავალს დაკარგავს. გახარიას აქამდე გამოჩენილი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი პოლიტიკური კაპიტალი და წონადობა აქვს. ამიტომაც ხიფათს ხედავენ და უნდათ გახარია 1%-იდან 5%-მდე დარჩეს [/su_quote]
ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ რეზონანსს განუცხადა.