ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფხაკაძე: 11 ქალაქი იკეტება… ქვეყნის ნაადრევი გახსნა დამღუპველია

„ჩილე იკეტება, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით“, – ამის შესახებ პროფესორი, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფხაკაძის მიმართვას მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

„17.2 მილიონი აცრა სინოვაკით (Sinovac); 4.6 მილიონი აცრა ფაიზერით (Pfizer). 1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი (AstraZeneca); 58% ორი დოზით და 75% ერთი დოზით არიან აცრილები (11/06/2021);

მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა.

ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში 17% და დედაქალაქში 25%-ით.

დასკვნა:

ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია. ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერით ვაქცინირების შემთხვევაში.

სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებული ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არა ვაქცინირებულებისთვის.

მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის (90% გვაქვს) მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის (?% რამდენი გვაქვს);

ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში“, – წერს ფხაკაძე.

იტვირთბა....