რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრაზე ისინი იმ პირობებს დაასახელებენ, რისი შესრულების გარეშეც მედიაციის პროცესში არ ჩაერთვებიან. შეხვედრას ესწრებიან სამინისტროების წარმომადგენლებიც.
„ბარიკადის აღებაპ, ოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა”, – ამბობს ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი.
მისივე თქმით, ამ საკითხების გადაჭრაა მნიშვნელოვანი, რათა ვითარება დასტაბილურდეს და სამუშაო გარემო შეიქმნას.