ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შესაჩერებლად 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებასა და პრეზიდენტისთვის რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვას გეგმავენ.
„სამოქალაქო აქტივობა გავაძლიეროთ და ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა გაგვაცურა. ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა მურუსიძე. ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა სამართლიანი სასამრთლოს მტერი მურუსიძე. ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სამართლიანი სასამართლოს მომხრე იყო, სასამართლო ფაქტობრივად ჭაობში დატოვა. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ რა გვინდოდა და რას მივეცით ხმა. როდესაც ხალხი ამას იტყვის, თვითონ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილიც წავა კომპრომისზე,“-განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭომ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირა. მურუსიძე მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო.
იტვირთბა....