ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოვემზადოთ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით – ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

პროფესორი, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში შემოდგომაზეა მოსალოდნელი. როგორც ფხაკაძემ ფეისბუქ ჩართვის დროს თქვა, ზაფხულში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი დაიკლებს, თუმცა სექტემბერში მატება ისევ მოსალოდნელია.

“იმედია, რომ ზაფხულისათვის, მაისის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება, დაიწევს მაჩვენებლები, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში… ვირუსი არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ არაფერი საპანიკო, სანერვიულო არ არის, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ავცდებით. რომც ჩამოიტანონ ერთი მილიონი ვაქცინა, მეოთხე ტალღას მაინც ვერ ავცდებით, ამას რომ ავცდეთ, უნდა იყოს მოზრდილი მოსახლეობის 70% ვაქცინირებული. მოემზადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ სუფთა ჰაერზე”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....