ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: მიდის სამინისტროებში კაბინეტების მოწყობა, 300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა

პარლამენტის ფრაქციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებას პანდემიის პერიოდში ფინანსების არასწორად განკარგვაში ადანაშაულებს. როგორც გოცირიძემ კურიერის ეთერში თქვა, ქართულმა ოცნებამ დაივიწყა “ქამრების შემოჭერის” საჭიროება და ნასესხები ფული საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო.

“როგორ შეიძლება ეკონომიკურ აღდგენაზე ვისაუბროთ, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 1.5 %-ს აქვს ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული და რეალურად არც დაწყებულა ვაქცინაცია, ეს არის იმიტაცია, საცდელი პროცესი. ჩავარდნა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური დახმარების კუთხით და ახლაც მიდის სამინისტროებში კაბინეტების მოწყობა. 300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა.

სად არის ქამრების შემოჭერა, რისთვის დაზოგეს ფული? საკუთარი პარტიული აქტივი დაასაქმეს და მერე, როდესაც ცნობები საჭირო აღარ იყო და წესი შეცვალეს, მომენტალურად გაიზარდა ათასობით ადამიანი. საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგეს ნასესხები ფული,”-  აღნიშნა გოცირიძემ.

 

იტვირთბა....