ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი ჯაუდა.
“გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ –,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა —1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური კლება ბიუჯეტის შემოსავალზე აისახა და გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. ასევე, განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედება, რაც მოხერხდა სოციალური პროგრამების შემუშავებით.