ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გაეროს წარმომადგენელი: ომბუდსმენს თავს ესხმიან სიმართლის გამო, რომელიც ყველას არ მოსწონს

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ანა ჩერნიშოვამ განაცხადა, რომ  სახალხო დამცველს თაავს ესხმიან, რადგან ის სიმართლეს საუბრობს, რომელიც ყველას არ მოსწონს.

“სახალხო დამცველი არის საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვენლოვან მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს და ქმედებაზე გადადის, როდესაც ეს საჭიროა. სახალხო დამცველის საქმე ძალიან რთულია, რადგან, ხშირად, ის ამბობს სიმართლეს, რომელიც ყველას არ მოსწონს. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ეს ძალიან სარისკო რამ არის”, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.

ჩერნიშოვამ აღნიშნა, რომ თუ სახალხო დამცველს გააჩუმებენ, დემოკრატია რისკის ქვეშ დადგება.

იტვირთბა....