პროფესორი, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:
“ყოველ მესამე ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, აქვთ სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც პირდაპირ ამცირებს ცხოვრების ხარისხს (ჯანმრთელობასთან დაკავშირებულს).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობს 10 პროცენტზე მაგრამ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები 34 პროცენტამდე საუბრობენ.
ეს ეხება ყველა ასაკს და ყველა გენდერს”, – წერს ფხაკაძე.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით 695 ადამიანი დიანფიცირდა. , გამოჯანმრთელდა 797, გარდაიცვალა – 16 პირი.