[su_quote] უპატრონო ბავშვების წამებაზეა პრობლემა და ეკლესიიდან ვინ ექომაგება ბავშვებს? სამი დასჯის პირას მყოფი მოქმედი მღვდელი, უკვე დასჯილი რამდენიმე მღვდელი და საპატრიარქოს კრიტიკოსი რამდენიმე თეოლოგი. ეკლესიის წარმომადგენლები დღესაც გაჰყვიროდნენ, უნდა ვცემოთ ბავშვებიო და ჩოხებში გამოკვანწულები ჟურნალისტების საცემრად იწევდნენ. სად არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები? გინდ სასულიერო და გინდ საერო? ასეთ დროს, სხვები რომ კატებს და პეპლებს პოსტავენ, ეკლესიურები ამაღლებას ულოცავენ: ავმაღლდეთ, მალხაზა ამაღლდეს, კუკური ამაღლდეს, ციცო და ციალაც, მაღალი ბარაქა არ მოგვაკლდეს. ან ღრმადსულიერად წერენ : იცით წმინდა გრიგოლ პალამას რა უთხრა მეუფე გიორგი შალამბერიძემ? შენე, ნათელში ყოფნა ის ხომ არ გგონია, რომ აანთებ ლამპოჩკას და ქვეშ დოუჯდები ტაბურეტკაზეო? ბავშვების წამებაზეა საუბარი და ეთანხმებიან ამას მართლმადიდებლები თუ ისე ეშინიათ ანაფორიანების წყევლის, რომ ბავშვებსაც კი ვერ ექომაგებიან? ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლაც დიდი ხანია მკვდარია [/su_quote]
ამის შესახებ თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.