პოსტპანდემიური გამოწვევები, ლარის კურსი, ბიუჯეტის შესრულება, – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ თემების, რომელზეც დეპუტატენბბი ფინანსთა მინისტრს კითხვებს დაუსვამენ. ლაშა ხუციშვილს საკანონდებო ორგანოში დღეს ელოდებიან.
ქართული ოცნების წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ ასებობს, რაზეც, მისი თქმით, ოპოზიცია აპელირებს.
“პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, ეკონომიკური მდგომარეობა რთულია და ფინანსური ტვირთიც ქვეყანაზე გაზრდილია. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვექნება. რაც შეეხება ყბადაღებულ კორუფციის თემას, ბუნებაში არ არსებობს, რომ კორუფციული ქეისი არ არსებობდეს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს სისტემური კორუფცია, ეს არის იგივე დონის ტყუილი, რა დონის ტყუილითაც 7 თვის განმავლობაში აჯანჯღარეს ქვეყანა”, – თქვა ქადაგიშვილმა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი იქნება პირველი, რომლის მოსმენასაც ოპოზიცია სრული შემადგენლობით დაესწრება.