ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრიარქოს იურისტი: ნინოწმინდის პანსიონის დახურვა არ იგეგმება

საპატრიარქოს იურისტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, პროცესი კონტროლზეა აყვანილი და საქმის ძირითადმა ნაწილმა თბილისში გადმოინაცვლა. როგორც ედიშერ ქარჩავა რუსთავი 2-თან აცხადებს, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა უწყებებს შორის რათა მიღებულ იქნება ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, თუ დადასტურდა რაიმე სახის გადაცდომა, რეაგირება იქნება, თუმცა პანსიონის დახურვას გამორიცხავს.

“პროცესები, რაც ადგილზე იყო ნინოწმინდაში, აყვანილია სრულიად კონტროლზე, ერთობლივად მიმდინარეობს იქ სამუშაო ვითარება, რომ შესწავლილი იქნას, ყოველი ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობა, რა არის მისთვის უკეთესი, ოჯახური გარემო, პანსიონში დარჩენა დროებით, თუ სხვა ფორმები.

სამუშაო ვითარება მთლიანად უკვე გადმოვიდა თბილისში. პანსიონის დახურვა, როგორ ასეთი, არ იგეგმება, თუ რაიმე გადაცდომას წარსულში ადრე ჰქონდა ადგილი, ამას ვსწავლობთ, შევაფასებთ და ყველა გადაცდომისათვის მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,” – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს აღსაზრდელები ეტაპობრივად ტოვებენ, რადგან იქ მათთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად საფრთხისშემცველი გარემოა.

იტვირთბა....