ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: ნინოწმინდიაზე შტურმი დაკავშირებულია ივლისის ლგბტ კვირეულთან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღანელ, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს სჯერა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ამბები პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებულ ლგბტ კვირეულთან.

“ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართო მასებში”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

როგორც ცნობილია, ივლისში ლგბტ თემის კვირეულია დაანონსებული.

იტვირთბა....