პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თბილისის მერობა არაფერში სჭირდება და შესაბამისად, არ აპირებს არჩევნებში მონაწიელობის მიღებას.
“თავს კი არ ვიფასებ, ასე მჯერა, არაფერში მჭირდება თბილისის მერობა. სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოუყვანა და ჩემი იქ შესვლა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, არაა აუციელებელი თბილისის მერობის კანდიდატი იყოს და ისე იყოს ბრძოლის ავანგარდში. მელიამ, ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობა ყველა ვარიანტში იქნება.