ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს: ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში კიდევ ერთი პირი, 1993 წელს დაბადებული დ. ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობითვე, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, სოფელ ტვიშში ხმაური იყო. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ენკას წარმომადგენლებსა და მათ ტექნიკას სამშენებლო ტერიტორისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.

იტვირთბა....