შუქრუთელ მოშიმშილეებსა და ჯორჯიან მანგანეზს შორის მოლაპარაკება შედგა და ადგილობრივებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
როგორც უფლებადამცველი ბაია პატარია ამბობს, კომპანიამ ადგილობრივებს ნორმალური პირობები და ზიანის დასათვალიერებლად სამხარაულის ექსპერტიზის ჩართვა შესთავაზა.
“ძალების ასეთი მობილიზაციის და პროტესტის უკიდურესი ფორმების გარეშეც უნდა შეეძლოთ სამართლიანი კომპენსაციის მიღება ამ ქვეყნის მოქალაქეებს. სახელმწიფომ ღვთისა და სამოქალაქო საზოგადოების ანაბარა არ უნდა დატოვოს საკუთარი მოსახლეობა, რომელსაც მონსტრი კორპორაცია უპირისპირდება, სახლებს უნგრევს და გარემოს აჩანაგებს. იმედია, ოდესმე შევძლებთ, ვიყოლიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობას იგრძნობს ხალხისა და გარემოს წინაშე. მანამდე კი მოგვიწევს უთანასწორო ბრძოლის წარმოება, მაგრამ თუ გავერთიანდებით, ბევრს შევძლებთ”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანი თქმით, მოსახლეობასთან ინდივიადუალური შეთანხმებები გააფორმეს.
შუქრუთში ადგილობრივები 31 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, მათ შორის, 8 ადამიანს პირი ჰქონდა ამოკერილი. ისინი ჯორჯიან მანგანეზის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად საკუთარ საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის შეფასებასა და ანაზღაურებას ითხოვდნენ.