ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისა და მასთან კავშირის გამო 13 პირი დააკავა

თბილისში, ქუთაისსა და თელავში ქურდული სამყაროს წევრობის, მათი წევრისათვის მიმართვისა და ამ კრიმინალური დაჯგუფების მხარდაჭერის ბრალდებით პოლიციამ 13 პირი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებს ბიზნესაქმიანობის პროცესში ფინანსური დავა ქარმოექმნათ, რის გადასაჭრელადაც საზღვარგარეთ მყოფ ქურუდლი სამყაროს წარმომადგენელს მიმართეს. მან კი ე.წ. საქმის გარჩევის ორგანიზება საკუთარ შვილს დაავალა, რომელმაც ქურუდლი გარჩევის ორგანიზება თბილისში, ერთ-ერთ სახლში მოახდინა. ე.წ. ქურდული სამართლის თანახმად, ერთ-ერთ მხარეს მოერის სასარგებლოდ 80 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალადამცავება ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ავტომანქანები და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....