პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში ვინც ამინდს ქმნის, მათი რესურსი სრულიად ამოწურულია.
“დღევანდელი მმართველი ძალის პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს — არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელია ქართულ ოცნებაში, მგრამ დღეს ისე დალაგდა სიტუაცია, რომ ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მანვე განაცხადა, რომ ამოწურული რესურსები იყო ის, რამაც ივანიშვილი აიძულა, მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო.