საზოგადოება

The Guardian: მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მათემატიკის მასწავლებელი

ბრიტანული გაზეთი The Guardian მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მათემატიკის მასწავლებლის ფოტოს აქვენებს და წერს – „არასოდეს ჰქონია ამ ფრაზას – „მათემატიკური მოდელი“ ასეთი გემრიელი ორმაგი მნიშვნელობა“.

27 წლის იტალიელი მოდელი და ინჟინერიის ლექტორი პიეტრო ბოსელი 2015 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მათემატიკის მასწავლებლად დასახელდა მას შემდეგ, რაც ლონდონის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა სოციალურ ქსელში თავისი მასწავლებლის სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის ასევე წარმატებული მოდელი  იყო.

მექანიკური ინჟინერიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც სტუდენტებს მათემატიკას ასწავლის, პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ქვედა საცვლებით იქნა გადაღებული. მას სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ უკვე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

დარწმუნებული ვარ, ბოსელის სტუდენტების სია ყოველთვის შევსებული იქნება და მათ მათემატიკა ძალიან კარგად ეცოდინებათ, როგორც თავად ლექტორს, ან საერთოდ – არა.

 

იტვირთბა....