[su_quote]დღითიდღე გვემატება ლოკაციები რომელთაც ვკეტავთ, რადგან იპოვეს ტყიდან გადმოსასვლელი ბილიკები. ამ გზით კომპანია აღარ სარგებლობს დიდი ხანია, ამიტომ ალტერნატიული გზები გამოძებნეს და ჩვენც მოგვიწია გადაგვენაწილებინა ჩვენი რესურსი და დაგვეყენებინა ადამიანები იმისთვის, რომ სრულად მოვახდინოთ ხეობის ბლოკირება. ამ ეტაპზე, 6 ადგილას დგანან ჩვენი თანამებრძლები და არ აძლევენ კომპანიას საშუალებას, რომ შემოვიდნენ ხეობაში და შემოიტანონ საწვავის ავზები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ, რადგან ეწურებათ ეს მარაგები. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ჩვენი სიმრავლე, რომ სხვადასხვა ადგილები გავამაგროთ[/su_quote]
განაცხადა რიონისხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.