ახალი ამბები ციტატა

არღანაშვილი: ოცნების ეს ორი დეპუტატი, რა კომპეტენციით შევიდა ან საერთოდ ბავშვთა უფლებებზე რა გაუკეთებიათ?

[su_quote] რა არ მესმის: ოცნების იმ ორ დეპუტატს ტრავმირებულ და ძალადობის მსხვერპლს ბავშვებთან გასაუბრების რა კომპეტენცია აქვთ და საიდან ვიცით რომ ბავშვებს არ დააზიანებენ? რომელი კურსი გაიარეს და სად ისწავლეს ბავშვებთან რა და როგორ უნდა ისაუბრონ? მე მაქვს ფსიქოლოგის 6 წლიანი, ოკუპაციური თერაპიის 6 წლიანი და იურისტის 8 წლიანი განათლება, 2001 წლიდან ბავშვებთან ვმუშაობ მაგრამ, ბავშვებთან სანამ შევალ, პრაქტიკოს ფსიქოლოგებთან პრინციპებზე ვთანხმდები, დასაშვებ და დაუშვებელ კითხვებს ვარჩევთ, სპეციალური პროტოკოლით ვმუშაობთ. პროტოკოლიდან რომ არ გადავუხვიო, ვინმემ უნდა შემამოწმოს. ეს ორი დეპუტატი რა კომპეტენციით შევიდა ან საერთოდ ბავშვთა უფლებებზე რა გაუკეთებიათ, ჩვენც რომ ვიცოდეთ? სად უმუშავიათ ბავშვთა უფლებებზე? ვიმეორებ კითხვას: ბავშვები სათამაშოები ხომ არ გგონიათ ვისაც უნდა დაელაპარაკება, ვისაც უნდა ბავშვთა სახლში გამოკეტავს? ბავშვების რეტრავმატიზაციას ხომ არ აკეთებთ, შემთხვევით? [/su_quote]

ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....