რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ორშაბათს, 7 ივნისს ქუთაისში, კომპანია ენკას ოფისის მიმართულებით აქციას გამართავენ. მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეების მიზანი აქციების გამართვა არასდროს ყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა.
„ორშაბათს ორ საათზე ამ ადგილიდან გვექნება მსვლელობა ქუთაისში „ენკას” ოფისის მიმართულებით, სადაც მოვუწოდებთ მათ, რომ დატოვონ პირველ რიგში რიონის ხეობა და ის, რისთვისაც 221-ე დღეა აქ იკრიბება საზოგადოება იქნას გათვალისწინებული. ეს არის ჩვენი მკაფიო და უკომპრომისო მოთხოვნა.
ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დიალოგით მოგვარებული ეს პროტესტი, ჩვენ არ გვქონია ის მიზანი, რომ მაინც და მაინც ის მიზანი, რომ მრავალი ათასი ადამიანი დავმდგარიყავით სადღაც და გაგვეპროტესტებინა. ჩვენი მიზანი იყო, დიალოგით გარკვეულიყო სიმართლე და მოტივირებული ვიყავით ამ მიმართულებით, ხოლო ხელისუფლებამ ჩაშალა ყველა შესაძლო შემთხვევა”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეები ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, რომელსაც კომპანია ენკა ახორციელებს.